მრავალძალი — XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის
სახელობის ეს დარბაზული ეკლესია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის
მიდამოებში მდებარეობს და იშვიათი ბარელიეფებით გამოირჩევა. მასში
რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული, მათ შორის
ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი.

ეკლესიის აგება სავარაუდოდ ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს რაჭის
საერისთაოს დაარსებას უკავშირდება. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა
ახლადაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით და სასახლეებით. მათ
შორის იყო ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი და ხიმში. 1894 წელს
დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის
მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა
მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი
ნაწილები. 2009 წელს დასრულდა კულტურის სამინისტროს დაკვეთით შესრულებული
ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ XIX საუკუნის დროინდელი სახე
დაიბრუნა. (სრულად...)

-- 
Regards,
Victor
_______________________________________________
ILUGC Mailing List:
http://www.ae.iitm.ac.in/mailman/listinfo/ilugc

Reply via email to